სასწავლო პროექტი

„მოვიარე საქართველო“

პროექტის მთავარი იდეა: საქართველოს ყველა კუთხის კულტურისა და წეს–ჩვეულებების გაცნობა.

პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის აქტუალობა მდებარეობს იმაში რომ, მოსწავლეებში გაღრმავდება პარტრიოტული სულისკვეთება, განუვითარდებათ ინფორმაციის ძიების უნარი და გაუჩნდებათ სურვილი საქართველოს უკეთ გაცნობისა.

პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია საქართველოს ყველა კუთხის კულტურის, წეს–ჩვეულებებისა და ღირშესანიშნაობების სიღრმისეული შესწავლა.

მოსწავლეთა ასაკი: 15–16 წელი.

ვადები ხანგრძლივობა: 4 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შევქმნით კედლის გაზეთს რომელშიაც გამოვაქვეყნებთ საქართველოს ყველა კუთხის ამსახველ ფოტო მასალას.
  • მოვაწყობ ექსკურსიას საქართველოს ერთ–ერთ კუთხეში.
  • ჩავატარებ ღონისძიებას „არის ასეთი ქვეყანა მას საქართველო ჰქვია“
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, ციფრული კამერა, ფურცლები, მარკერები, მუსიკალური ისტრუმენტები, ხმის გამაძლიერებლები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა I დრო–1 კვირა.
მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მიზანს, ინდივიდუალურად მივცემ მათ დავალებას მოიძიონ თითო კუთხის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.
აქტივობა II- მოძიებული ინფორმაციის შეჯამება და პრეზენტაცია. დრო–2 დღე.
აქტივობა III – ექსკურსია საქართველოს ერთ–ერთ კუთხეში. დრო–3 დღე.
აქტივობა IV - კედლის გაზეთის გამოშვება „მოვიარე საქართველო“ დრო–3 დღე.
აქტივობაV-ღონისძიება: “არის ასეთი ქვეყანა მას საქართველო ჰქვია’’დრო–10 დღე. სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი ცეკვები და სიმღერები.
აქტივობა VI-პროექტის შეფასება–1 დღე.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ქ.X.5.მოსწავლე იცნობს და იყენებს სადისკუსიო სტრატეგიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, როცა მოსწავლე:
  • სადისკუსიო თემის ირგვლივ ქმნის და მოიძიებს ვიზუალურ მასალას.
  • ადგენს მარტივ გეგმას მოსაზრებათა წარმოსადგენად.
საზ. მეც.V-VI. 22. ახასიათებს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება–განსხვავებების გამოვლინებებს და განიხილავს შესაბამის მიზეზებს.
შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე:
  • კულტურული მრავალფეროვნების ნიშნით ერთმანეთთან ადარებს საქართველოს ისტორიული მხარეებისთვის დამახასიათებელ წეს–ჩვეულებებს.
საზ.მეც.V-VI.11. აკავშირებს საქართველოს გეოგრაფიულ ობიექტებს დასახლებების ტიპებთან.
შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე:
  • ფოტო სურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიისათვის დამახასიათებელ პეიზაჟს (მაგ, მთები, ტყეები და სხვა).


პროექტის ხელმძღვანელი: ნატო მჟავია.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natomjavia@gmail.com